გამოყოფილი სერვერი

დაცული

ჩვენი ექსპერტების გუნდი 24/7 ახდენს სისტემის, ქსელისა და დატაცენტრის უსაფრთხოების მონიტორინგს. საფრთხეებს, როგორიცაა DDoS შეტევები, მაშინაც კი ვაკონტროლებთ, როცა თქვენ გძინავთ.

სანდო

ჩვენ გვესმის, რომ საიტის გათიშვა პოტენციური ზარალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვერების 99.9% uptime გარანტიას უზრუნველვყოფთ.

მოქნილი

როდესაც დამატებითი რესურსი დაგჭირდებათ, შესაძლებელია პაკეტის განახლება ან თქვენი სევერის სხვა მოწყობილობაზე გადატანა. ჩვენ მომხმარებელს რამდენიმე ალტერნატივას ვთავაზობთ.

სტანდარტული პაკეტები

სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.

სტარტერი
თვეში  330-  -დან
  • 1x Intel Xeon*
  • 16GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა
კლასიკი
თვეში  420  -დან
  • 2x Intel Xeon*
  • 32GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა
პრემიუმი
თვეში  500  -დან
  • 2x Intel Xeon*
  • 64GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა
სტარტერი
თვეში  330  -დან
  • 1x Intel Xeon*
  • 16GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა
კლასიკი
თვეში  420  -დან
  • 2x Intel Xeon*
  • 32GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა
პრემიუმი
თვეში  500  -დან
  • 2x Intel Xeon*
  • 64GB RAM
  • HDD 2x300**
ყიდვა

* მიმდინარე მომენტში საწყობში ხელმისაწვდომი პროცესორი. მოგვწერეთ დეტალებისთვის

** SSD სივრცე და კონფიგურაციის სხვა პარამეტრები ხელმისაწვდომია გადახდისას.

დამატებითი მახასიათებლები

ჩვენი გამოყოფილი სერვერის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:

შეუზღუდავი ტრაფიკი

თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.

სწრაფი კავშირი

ისარგებლეთ 1Gbps ლოკალური და 20Mbps გლობალური სიჩქარის სწრაფი კავშირით ქსელთან.

სამართავი პანელი

სამართავი პანელის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ვირტუალური გამოყოფილი სერვერის ყველა ასპექტის მართვა. გვაქვს ასარჩევად სხვადასხვა სამართავი პანელი. შედარების ცხრილი იხილეთ ქვევით.

KVM

ჩვენი ვირტუალური გამოყოფილი სერვერები იმართება Kernel-based Virtual Machine (KVM) ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებებით.

დღიური ბექაფი

ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.

წვდომა

მოიპოვეთ მაქსიმალური კონტროლი თქვენს ადმინისტრირებულ ანგარიშზე Secure Shell (SSH) წვდომის საშუალებით, ან გამოიყენეთ IPMI / ILO ანგარიშებისთვის ადმინისტრირების გარეშე.

აირჩიეთ მართვის პანელი

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროვაიდერებთან რათა შემოგთავაზოთ პანელების საუკეთესო არჩევანი. ჩექაუთის დროს გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მართვის პანელი.

თვეში  30  -დან

DirectAdmin ლინუქსზე მორგებული მართვის პანელია, რომელსაც აქვს სამი განსხვავებული წვდომის საფეხური (ადმინისტრატორი, გადამყიდველი, მომხმარებელი). DirectAdmin გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, სწრაფი და სტაბილური სისტემით და ყველაზე ხელმისაწვდომია.

* DA Personal ვერსია მოყვება უფასოდ

დემო
თვეში  90  -დან

უკვე 25 წელია cPanel არის ბაზარზე ყველაზე პოპულარული ლინუქსის პლატფორმაზე მორგებული მართვის პანელი. ამ პანელის მეშვეობით მარტივად გამართავთ ვებ საიტებს, დომენებს, ფაილებს, მეილებს და სხვა სერვერის პარამეტრებს.

დემო
თვეში  55  -დან

Plesk ერთადერთი პანელია, რომელიც მუშაობს როგორც ლინუქსის ასევე ვინდოუსის სერვერებზე. მისი პლაგინების ეკოსისტემის მეშვეობით ამ მართვის პანელს ბევრი დამატებითი ფუნქციონალი ემატება.

დემო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის გამოყოფილი სერვერი?

საზიარო ჰოსტინგისა და ვირტუალური სერვერისგან განსხვავებით, როდესაც რესურსები რამდენიმე მომხმარებელზე ნაწილდება, გამოყოფილი სერვერი განიჭებთ ექსკლუზიურ უფლებებს და გაძლევთ საშუალებას სრულად აითვისოთ არსებული რესურსები, როგორებიცაა RAM, მეხსიერება და ა.შ.

რა დრო ჭირდება სერვერის დაყენებას?

რადგან გამოყოფილი სერვერები მარაგში გვაქვს, 24-48 საათში შეგვიძლია მათი დაყენება. დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

შესაძლებელია სერვერის განახლება?

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ რესურსების დამატება თქვენს სერვერზე (RAM, HDD, etc). დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს, შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო სერვერის გათიშვისა და განახლებისთვის და დააყენეთ დამატებითი კომპონენტები.

რა მოწყობილობები გამოიყენება გამოყოფილი სერვერებისთვის?

ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სხვადასხვა მოდელის HP სერვერებს. ყველა სერვერი იყენებს უმაღლესი ხარისხის HDD და SSD დისკებს, მრავალარხიან ქსელის შეერთებას და სარეზერვო კვების ბლოკებს.

რომელი ოპერაციული სისტემის დაყენებას მირჩევთ?

შეგვატყობინეთ, Linux-ის რომელ ვერსიას ამჯობინებთ თქვენი სერვერისთვის. Windows-ს შემთხვევაში, გაითვალისწინეთ ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადი. რადგან მოთხოვნები ყველა ბიზნესისთვის ინდივიდუალურია, დაგვიკავშირდით თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტების განსახილველად.

დახმარება რომ დამჭირდეს?

ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

გაქვთ დამატები შეკითხვები?

თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.

სხვა სერვისები

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS