სამომხმარებლო შეთანხმება

შპს „ქლაუდ ცხრა“-ს ვებ-პორტალის მოხმარებისთვის დადგენილი წესები, პირობები და განცხადებები

წინამდებარე წესები, პირობები და განცხადებები (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სამომხმარებლო შეთანხმება“ ან უბრალოდ „შეთანხმება“) ფორმდება შპს „ქლაუდ ცხრა“-სა და იმ მომხმარებლებს (შემდგომში: „მომხმარებელი“), რომლებსაც სურთ ქლაუდ9-ის სერვისებზე და პროდუქტზე წვდომის მოპოვება, მათი გამოყენება და შეძენა.

პროდუქტის აღწერა:

ქლაუდ9 მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს (შემდგომში: „პროდუქტები“), მათ შორის (მაგრამ არამარტო):

„ქლაუდ“ (Cloud) სერვისები;

„DevOps“ სერვისები;

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური (ე.წ „აი-ტი“) კონსულტაცია;

სტრიმინგ სერვისები;

ელექტრონული ფოსტის სერვისები;

კოლოკაციის სერვისები;

„CDN“ (მედია ფაილების გავრცელების ქსელი) სერვისები;

„CERT“ - უსაფრთხოების და „DDoS“-ისგან თავდაცვის გადაწყვეტები;

მონაცემთა დამუშავების ცენტრის (Data centers) სერვისები;

სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმა, გამართვა და ადმინისტრირება;

მონაცემთა დამუშავების ცენტრების (Data centers) დაპროექტება, აშენება და მოწყობა.

2. ტერმინთა განმარტება:

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, სახელმწიფო ორგანოები და სსიპ-ები), რომელიც იღებს „ქლაუდ9“-ს მომსახურებას;

მომსახურების ღირებულება - თანხა, რომელიც ფიქსირებულია „ქლაუდ9“-ს მიერ, იმ პროდუქტ(ებ)ის / მომსახურებ(ებ)ის სანაცვლოდ, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს;

Პროდუქტი, სერვისი, მომსახურება - ყველა ის პროდუქტი, სერვისი და მომსახურება, რომელსაც მომხმარებელი იღებს ქლაუდ9-სგან, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

ანგარიშსწორების პერიოდი - გადახდის თარიღი, რომელის ფიქსირებულია „ქლაუდ9“-ს პორტალზე, მომხმარებლის პირად გვერდზე ატვირთული გადასახდელი ინვოის(ებ)ში;

ჰოსტინგი - მომსახურება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის ვებ-საიტის ინტერნეტში განთავსებას;

დომენის სახელი - მომხმარებლის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული დომენის სახელი;

ფიზიკური სერვერი - „ქლაუდ9“-ს კუთვნილი ფიზიკური სერვერი, რომლის იჯარით სარგებლობის უფლება გადაეცემა მომხმარებელს (რომელიც განთავსებულია ქლაუდ9-ს კოლოკაციის ფართში) და რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს თავად ეს უკანასკნელი;

ვირტუალური სერვერი - „ქლაუდ9“-ს კუთვნილ ფიზიკურ სერვერზე გამოყოფილი ვირტუალური მანქანა, რომელიც მოიხმარს ფიზიკური სერვერის გარკვეულ რესურსებს, როგორიცაა: სივრცე (დისკი), ოპერატიული მეხსიერებას („RAM“), პროცესორი და რომლის ადმინისტრირებასაც უზრუნველყოფს თავად მომხმარებელი;

სერვერი - კომპიუტერი, რომელიც განთავსდება კოლოკაციის ფართში.

კოლოკაციის ფართი - „ქლაუდ9“-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრი (Data centers), რომელიც გამართულია მე-3 დონის (Tier 3) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ხდება მომხმარებლის კუთვნილი სერვერ(ებ)ის და სხვა დამატებითი მოწყობილობის განთავსება.

3. ვებ-პორტალის გამოყენება:

წინამდებარე ვებ-პორტალი და პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია მასზე შეთავაზებულია მომხმარებლისთვის იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი აცხადებს (მოდიფიცირების გარეშე) თანხმობას ყველა წესებზე, პირობებსა და განცხადებებზე, რომელიც ჩამოთვლილია ამ დოკუმენტში. ჩვენი ვებ-პორტალის ნებისმიერი ფორმით გამოყენებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ გაეცნო მოხმარებისთვის აუცილებელ პირობებს, გაიგო მათი შინაარსი და ეთანხმება მათ. ნებისმიერი შეკვეთის/შენაძენის გაკეთებისას, მიიჩნევა რომ პირი, რომელიც აკეთებს ამ შეკვეთას/შენაძენს, დაეთანხმა წინამდებარე შეთანხმებას, მათ შორის, იმ პირების ნაცვლადაც, რომლის სასარგებლოდაც აკეთებს შეკვეთას/შენაძენს.

ქლაუდ9 იტოვებს უფლებას, რომ მომავალში შეცვალოს ან რაიმე სხვა ფორმით მოახდინოს შეთანხმების მოდიფიცირება, ხოლო მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ასეთი ცვლილების შემდეგ, მის მიერ ვებ-პორტალის განგრძობადი წვდომა ან გამოყენება, გამოხატავს მის თანხმობას განახლებულ ან მოდიფიცირებულ შეთანხმებაზე. ქლაუდ9 გამოაქვეყნებს შეთანხმებაში უკანასკნელი ცვლილების შეტანის თარიღს კომპანიის ოფიციალური ვებ-პორტალზე და ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე. ქლაუდ9 , რეგისტრირებულ მომხმარებლებს, მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ან ვებ-პორტალზე ანოტაციის გამოქვეყნების გზით, შეატყობინებს შეთანხმებაში არსებითი/მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის თაობაზე. Მომხმარებელი ვალდებულია დროდადრო აუცილებლად ესტუმროს ამ გვერდს, რათა გადახედოს შეთანხმების უახლოეს ვერსიას.

მომხმარებლის მიერ წინამდებარე ვებ-პორტალის სარგებლობის წინაპირობის სახით, იგი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

(ა)ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა გააზიარა ამ ვებ-პორტალზე არის უტყუარი, ზუსტი, ამჟამინდელი და სრული;

(ბ)თუკი მომხმარებელს აქვს ანგარიში („ექაუნთი“) „ქლაუდ9“-ს პორტალზე, იგი (მომხმარებელი) უსაფრთხოდ შეინახავს ანგარიშის ინფორმაციას (მაგ. მომხმარებლის სახელი და პაროლი) და გააკონტროლებს და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე, მათ შორის მესამე პირების მიერ;

(გ)მომხმარებელი აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ვერ შეძლებს საიდუმლოდ და უსაფრთხოდ შეინახოს მისი ანგარიშის მონაცემები, რასაც მოჰყვება მესამე პირების მიერ მომხმარებლის ანგარიშის უნებართვო სარგებლობა, მხოლოდ მომხმარებელი იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც ასეთ სარგებლობას მოჰყვება. „ქლაუდ9“-ს მსგავსი ფაქტების მიმართ არ გააჩნია არავითარი პასუხისმგელობა, მათ შორის: 1) ქლაუდ9 და მასთან დაკავშირებული პირები არ იქნებიან პასუხისმგებლები მომხმარებლის ან სხვების წინაშე, იმ ტრანზაქციების ფარგლებში, რომლებიც განხორციელდა მომხმარებლის პაროლის ან ანგარიშის გამოყენების შედეგად; და 2) მომხმარებლის პაროლის ან ანგარიშის არა-ავტორიზებულმა წვდომამ, შესაძლოა დააყენოს მომხმარებლის პასუხისმგებლობის საკითხი ქლაუდ9-ს ან სხვა მომხმარებლების წინაშე.

(დ)ის არის სულ მცირე 18 წლის, რაც აუცილებელია ვებ-პორტალზე ანგარიშის გასახსნელად და ვებ-პორტალზე კონტრიბუციის გასაკეთებლად. „ქლაუდ9“ წინასწარი შეცნობით არ ახდენს 18 წლამდე პირთა მონაცემების დამუშავებას;

(ე)მის მიერ ვებ-პორტალის გამოყენება გამიზნულია პროდუქტების შესაძენად და ლეგიტიმური შეკვეთების გასაკეთებლად. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ არ გამოიყენებს ვებ-პორტალს სპეკულაციური, ყალბი ან თაღლითური მოთხოვნების გასაკეთებლად.

(ვ)აქვს სრული უფლებამოსილება, რომ გახდეს ამ შეთანხმების მხარე და მის მიერ ამის გაკეთება, არ გამოიწვევს რაიმე სხვა ისეთი ხელშეკრულების პირობის დარღვევას, რომლის მხარეც არის მომხმარებელი.

Ქლაუდ9-ს პროდუქტის გამოყენების წინაპირობის სახით, მომხმარებელი ვალდებულია:

(ა)დროულად გადაიხადოს შეკვეთილი პროდუქტის ღირებულება;

(ბ)შექმნას სათანადო პირობები (ამასთან, წარმოადგინოს სწორი ანგარიშსწორების ინფორმაცია, მისამართი და სხვ.), რომელიც საჭიროა, რათა „ქლაუდ9“-მ ჯეროვნად და დროულად შეასრულოს ამ უკანასკნელზე დაკისრებული ვალდებულებები;

(გ)გადახდის დანიშნულებაში მიუთითოს შესაბამისი ინვოისის ზუსტი და სრული ნომერი..

პროდუქტის მიწოდებისას, „ქლაუდ9“ ვალდებულია::

(ა)24/7 განმავლობაში უზრუნველყოს მისი სერვისების მონიტორინგი და მხარდაჭერა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - support@cloud9.ge; support@cloud9.ge

(ბ)უზრუნველყოს მისი სერვისების უწყვეტი მიწოდება, კალენდარულის დღის 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „ქლაუდ9“ აწარმოებს პროფილაქტიკურ, ტექნიკურ, სარემონტო ან სხვა აუცილებელ სამუშაოებს (ასეთ შემთხვევებში, „ქლაუდ9“ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნებს ანოტაციას მის ვებ-პორტალზე).

მომხმარებელი უფლებამოსილია:

(ა)მოსთხოვოს ქლაუდ9-ს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

Ქლაუდ9 უფლებამოსილია:

(ა)Sიმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადახდის ბოლო ვადას გადააცილებს 1 (ერთი) დღეს, შეწყვიტოს სერვისების მიწოდება/მომსახურების გაწევა;

(ბ)იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს დავალიანება „ქლაუდ9“-ს მიმართ („ქლაუდ9“-ს პორტალი აფიქსირებს გადაუხდელ ინვოისებს), ეს უკანასკნელი უფლებამოსილია მომხმარებლის ნებისმიერი გადახდა (იმის მიუხედავად, თუ რომელი ინვოისის დასაფარად არის გამიზნული ეს გადახდა) მიმართოს ძველი დავალიანებების დასაფარად.

(გ)მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ან/და შესაბამისი სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეუზღუდოს ან/და შეუჩეროს მომხმარებელს სერვისების მიწოდება/მომსახურების გაწევა;

(დ)მოახდინოს მომხმარებლისათვის ჰოსტინგის მომსახურების შეზღუდვა ან/და შეჩერება, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის ვებ-საიტის გამო ხდება ამავე საზიარო სერვერზე განთავსებულ სხვა ვებ-საიტთა ფუნქციონირების შეფერხება.

(ე)მოახდინოს მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა ან/და შეჩერება საავტორო უფლებების დამცავი ორგანიზაციების ან/და თავად საავტორო უფლების მქონე კომპანიებისაგან მათი საავტორო უფლების ქვეშ მოქცეული პროდუქტის არალეგალურად გამოყენების ფაქტის შესახებ მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე;

(ვ)წაშალოს მომხმარებლის ინფორმაცია და ფაილები სერვერიდან, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი 1 (ერთ) თვეზე მეტხანს არ გადაიხდის შესაბამისი მომსახურების ღირებულებას;

(ზ)მოითხოვოს მომხმარებლისგან 3 (სამი) თვის მომსახურების ღირებულებას წინასწარ, ავანსის სახით, იმ პროდუქტების მიწოდების განახლების სანაცვლოდ, რომლის მიწოდებაც მომხმარებლისთვის შეჩერებული/შეწყვეტილი იყო.

კოლოკაციის სერვისების მიწოდების ფარგლებში მომხმარებელი უფლებამოსილია:

(ა)support@cloud9.ge-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოითხოვოს კოლოკაციის ფართში მისი წარმომადგენელის/წარმომადგენლების დაშვება (თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი არაუმეტეს 3 (სამი) წარმომადგენლის დაშვება კოლოკაციის ფართში და არაუმეტეს 60 წუთის განმავლობაში თითოეული ვიზიტის დროს);

(ბ)ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მოითხოვოს კოლოკაციის ფართში არაუმეტეს 6 დაშვება;

(გ)24/7 პერიოდის განმავლობაში, support@cloud9.ge-სთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, მოითხოვოს სერვერის გადატვირთვა.

კოლოკაციის სერვისების მიწოდების ფარგლებში მომხმარებელი ვალდებულია:

(ა) კოლოკაციის ფართში დაშვების მიზნით support@cloud9.ge-სთვის გაგზავნილ წერილში მიუთითოს ფართში დასაშვებ პირთა (წარმომადგენელთა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ვიზიტის ზუსტი დრო;

(ბ) დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილი ქცევის წესები Cloud9 მონაცემთა ცენტრში ყოფნისას.

(გ) არ მოახდინოს რეკლამის, ინფორმაციის ან სხვა მასალების გადაცემა სხვა მომხმარებელთათვის/მესამე პირებისათვის, ასეთი მასალების ადრესატების თანხმობის გარეშე, როგორც ელექტრონული მისამართების, ისე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ელექტრონული გამოცემების და კონფერენციების მეშვეობით, რომლებიც არ არის განკუთვნილი ამ მიზნისათვის;

(დ) არ მოახდინოს არასანქცირებული შეღწევა ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტის სხვა კომპონენტებში.

კოლოკაციის სერვისების მიწოდების ფარგლებში ქლაუდ9 უფლებამოსილია:

(ა) მოახდინოს წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გატარება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს;

(ბ) უარი უთხრას მომხმარებელს კოლოკაციის ფართში დაშვებაზე, თუ აღნიშნული დრო ემთხვევა წინასწარ დაგეგმილ ტექნიკურ ან სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოებს;

(გ) უარი უთხრას მომხმარებელს მისი კუთვნილი სერვერების კოლოკაციის ფართიდან გატანაზე, იმ შეთხვევაში, თუ მანამდე მომხმარებელი არ მოახდენს ქლაუდ9-ს წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვას.

4. დომენის რეგისტრაციის სერვისების მიწოდების წესები და პირობები:

დომენური სახელის რეგისტრაციით მომხმარებელი იღებს დომენური სახელით სარგებლობის შეზღუდულ, გადაცემად, განახლებად, ექსკლუზიურ უფლებას, იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც მოცემულია ამ ხელშეკრულებაში და ასევე, დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში.

„.ge“ ზონის დომენის რეგისტრაციის წინ, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები და შესაბამისი ინსტრუქციები, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებ-პორტალზე www.nic.ge-ზე

„.გე“ ზონის დომენის რეგისტრაციის წინ, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები და შესაბამისი ინსტრუქციები, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებ-პორტალზე რეგისტრაცია.გე-ზე.

დომენის რეგისტრაციისას განაცხადში არასწორად/შეცდომით ჩაწერილ დომეინის სახელზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა დომენის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს არ დაუბრუნდება.

5. აკრძალული საქმიანობები:

დამატებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ არ შეუწყობს ხელს ან მისცემს ნებართვას მესამე პირებს, რომ ამ უკანასკნელებმა:

(ა)გამოიყენონ ვებ-პორტალი ან მასზე განთავსებული მასალა კომერციული ან უკანონო მიზნებისთვის;

(ბ)მოახდინონ ვებ-პორტალზე განთავსებული მასალის ან ინფორმაციის წვდომა, მონიტორინგი ან რეპროდუცირება რობოტის, „ობობის“, „სკრეიპერის“ ან სხვა ავტომატური მექანიზმებით, ან მექანიკური პროცესის მეშვეობით მოახდინონ მათზე წვდომა, „scrape”, ინდექსირება, მოპოვება ან ვებ-პორტალის სხვაგვარად გამოყენება, ან ვებ-პორტალზე განთავსებული ნებისმიერი მასალის, ნებისმიერი მიზნით გამოყენება, ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;nt on the Website for any purpose without our expressed written permission;

(გ)დაარღვიონ შეზღუდვები ვებ-პორტალის ნებისმიერ არხზე, სადაც დაუშვებელია რობოტის მეშვეობით შეღწევა, ან გვერდი აუარონ სხვა საშუალებებს, რომლებიც დანერგილია ვებ-პორტალზე წვდომის შეწყვეტის ან შეზღუდვისთვის;

(დ)განახორციელონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენი შეფასებით, შესაძლებელია არაგონივრულად, ან არაპროპორციულად ტვირთავდეს ან გადატვირთოს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ან ისეთი ქმედება, რომლიც საჭიროებს ვებ-პორტალზე გადაჭარბებული ტრაფიკის მიწოდებას;

(ე)მოახდინონ ნებისმიერი მიზნით, ამ ვებ-პორტალის ნებისმიერ ნაწილზე მიმართული „ღრმა-ბმულის“ გაკეთება, ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე;

(ვ)ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, მოახდინონ ამ ვებ-პორტალის ნებისმიერი ნაწილის სხვა ვებ-პორტალებზე ნებისმიერი სახით ინკორპორირება, მათ შორის, ჩარჩოს გადატანით ან სარკისებრი კოპირებით;

(ზ)სცადონ „ქლაუდ9“-ს მიერ ვებ-პორტალთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრამის შეცვლა, მოდიფიცირება, ადაპტირება, რედაქტირება, დეკომპოზიცია, დაშლა ან ნებისმიერი მიზნით „გადაკონსტრუირება“;

(თ)გამოიყენონ ვებ-პორტალი მუქარისთვის, თვალთვალისთვის, თაღლითობისთვის, წაქეზებისთვის, შეწუხებისთვის, ან სხვა პირის შეწუხების ადვოკატირებისთვის, ან მოახდინონ ნებისმიერი სხვა ფორმით, სხვა მომხმარებლების მიერ ვებ-პორტალით გამოყენებაში ჩარევა;

(ი)გამოიყენონ ვებ-პორტალი სპამის, ჯაჭვური წერილების, გათამაშებების, „ჯანქ“ ელექტრონული ფოსტის წერილების, პირამიდის სქემების, გამოკითხვების, ან სხვა მასობრივი შეტყობინებების გასავრცელებლად, მიუხედავად იმისა, ისინი კომერციული ბუნების არის, თუ არა;

(კ)გამოიყენონ ვებ-პორტალი ნებისმიერი ისეთი ფორმით, რომელიც ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, როგორიცაა მაგალითად, შეფასებების სხვა ბიზნესებთან გაცვლა, ან შეფასებების დაწერა ან გაცხადება;

(ლ)გამოიყენონ ვებ-პორტალი დაცული ჯგუფებისკენ მიმართული დისკრიმინაციის ან შევიწროვების წაქეზებისთვის; გამოიყენონ ვებ-პორტალი მესამე პირთა უფლებების, მათ შორის, კონფიდენციალურობის, საავტორო უფლებების, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სავაჭრო საიდუმლოების, მორალური უფლებების, საჯაროობის უფლებების, ან სხვა რაიმე ინტელექტუალური საკუთრების უფლებით ან სხვა უფლების შელახვისთვის;

(მ)გამოიყენონ ვებ-პორტალი პორნოგრაფიული ან უკანონო მასალის ასატვირთად ან გასავრცელდებლად; გამოიყენონ ვებ-პორტალი არასრულწლოვანებისგან პერსონალური ინფორმაციის გამოსათხოვად, ან არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენებისთვის ან ასეთი ზიანის მიყენების მუქარისთვის;

(ნ)ჰაკის, პაროლების „მაინინგის“ ან სხვა საშუალებებით ცადონ ვებ-პორტალზე, მომხმარებლების ანგარიშებში, კომპიუტერულ სისტემებში ან ვებ-პორტალთან დაკავშირებულ ქსელებში არა-ავტორიზებული შეღწევა; გამოიყენონ ვებ-პორტალი კომპიუტერული ვირუსების, ე.წ „ტროას ცხენების“, დეფექტების ან სხვა მავნებელი ბუნების საგნების გასავრცელებლად (შემდგომში ერთობლივად: „ვირუსები“);

(ო)გამოიყენონ ნებისმიერი მოწყობილობა, პროგრამა ან სხვა საშუალება, რომელიც ხელს უშლის ვებ-პორტალის სწორად ფუნქციონირებას, ან სხვაგვარად მოქმედებს ვებ-პორტალის მუშაობაზე;

(პ) გამოიყენონ ვებ-პორტალი ნებისმიერი კომპიუტერული ქსელის ან უსაფრთხოების დასარღვევად, პაროლების ან უსაფრთხოების დაშიფრული კოდების გასატეხად;

(ჟ)ჩაერიონ ან დაარღვიონ ვებ-პორტალის უსაფრთხოების სისტემა, ან სხვაგვარად მიაყენონ ზიანი ვებ-პორტალს; ან

(რ)წაშალონ, შეაფერხონ, გამორთონ, დააზიანონ ან სხვაგვარად ჩაერიონ ვებ-პორტალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებში, ან ფუნქციებში, რომლებიც ემსახურება ვებ-პორტალის მასალის წვდომის ან კოპირების შეზღუდვას, ან პრევენციას, ან ფუნქციებში, რომლებიც აწესებ შეზღუდვებს ვებ-პორტალის გამოყენებისთვის.

ხსენებული შეზღუდვები ვრცელდება თავად მომხმარებელზეც.

6. Მონაცემთა დამუშავების პირობები:

პროდუქტების ჩვენი ვებ-პორტალიდან შეკვეთით/შეძენით, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ იგი ეთანხმება ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს [GK2] და ამ შეთანხმებას. გარდა ამისა, მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ იგი 18 წელს მიღწეული პირია და აქვს შესაბამისი იურიდიული უფლებამოსილება, რომ იყოს ამ შეთანხმების მხარე, გამოიყენოს ვებ-პორტალი, შეუკვეთს პროდუქტები და ასევე, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი. მომხმარებელი აქვე იძლევა გარანტიას, რომ ვებ-პორტალზე ხელმისაწვდომი შეძენის ფუნქციას, გამოიყენებს მხოლოდ მისთვის ან სხვა პირების სასარგებლოდ, რომლებმაც მომხმარებელს მიანიჭეს შესაბამისი უფლებამოსილება, ლეგიტიმური შეკვეთების გასაკეთებლად. ნებისმიერი ცრუ ან თაღლითური ტიპის შეკვეთა/შენაძენი აკრძალულია და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ასეთ ქმედებას ჩაიდენს, შესაძლოა გაუუქმდეს მისი ანგარიში.

7. მოდიფიკაციები და ცვლილებები:

დროდადრო, ფასები, ასაკობრივი ბარიერები, მომსახურების გავრცელების საზღვრები და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხები და მოთხოვნილებები შეიძლება გადაიხედოს. შედეგად, ქლაუდ9 იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით, გააუქმოს, შეცვალოს ან ჩაანაცვლოს ნებისმიერი სერვისი ან პროდუქტი, რომელიც მომხმარებელმა მომავალში შესაძენად დაჯავშნა. ასეთ შემთხვევებში, თუკი მომხმარებელი უკმაყოფილო იქნება იმ ალტერნატიული პროდუქტით, რომელსაც შევთავაზებთ, მას ექნება უფლება, მოითხოვოს მის მიერ თავდაპირველი ფასით შეძენილი პროდუქტის თანხის დაბრუნება. მიუხედავად ხსენებულისა, როდესაც ასეთი ცვლილებები შედის ძალაში, ჩვენ გადავდგამთ ყველა გონივრულ ნაბიჯს იმისათვის, რომ მათ შესახებ შევატყობინოთ მომხმარებელს, რათა სადაც შესაძლებელი იქნება, მოხდეს შეკვეთის მორგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან შეკვეთის განახლება.

8. ფასები და შემცველობა/გამონაკლისები:

ვებ-პორტალზე გამოსახული ფასები არის თითო პროდუქტისთვის, თუ სხვაგვარად არ იქნა მითითებული.

შეკვეთის გაკეთების დროს დაფიქსირებული ფასები ემყარება ადგილობრივ ტარიფებს, რომელიც კონვერტირებულია ქლაუდ9-ს მიერ არჩეული გაცვლითი კურსით.

შეკვეთის დადასტურებამდე, ფასები ექვემდებარე ქლაუდ9-ს მიერ ცალმხრივად შეცვლას.

9. გადახდები და გაუქმებები:

როდესაც მომხმარებელი ვებ-პორტალის მეშვეობით უკვეთავს ჩვენს პროდუქტებს, ქლაუდ9 აგროვებს მომხმარებლის გადახდის ინფორმაციას. ქლაუდ9 იღებს შემდეგ საკრედიტო/სადებიტო ბარათებს: „Master Card”, „VISA“, „American Express“ და „PayPal“.

Სერვისის მიწოდების/Მომსახურების მიღების შემდეგ თანხა არ დაბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ტრანზაქციის ღირებულება შეიძლება დაექვემდებაროს გადასახადების დარიცხვას, ვალდებულებებს, უცხოურ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ მოსაკრებლებს/საკომისოებს, ვალუტის გადაცვლის საკომისიოს ან სხვა მოსაკრებლებს/საკომისიოებს. მომხმარებლის მომსახურე ბანკი ან საკრედიტო/სადებიტო ბარათის კომპანიამ შესაძლოა გადახდა დააკონვერტოს ადგილობრივ ვალუტაში და დააკისროს მომხმარებელს სანაცვლო საკომისიო, რაც გამოიწვევს სხვაობას ვებ-პორტალზე გამოსახულ ფასსა და საბოლოოდ, მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ან საკრედიტო/სადებიტო ბარათიდან ჩამოჭრილ თანხას შორის. გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს მომსახურე ბანკს ან საკრედიტო/სადებიტო ბარათის კომპანიას, თუკი გაქვთ რაიმე შე

10. ჩვენი პასუხისმგებლობა:

მესამე პირები, კერძოდ, მომმარაგებლები და კერძო მომწოდებლები, რომლებიც ვებ-პორტალზე გვაწვდიან პროდუქტებს ან სხვა სერვისებს, არიან დამოუკიდებელი კონტრაჰენტები და არ არიან ქლაუდ9-ს დასაქმებულები ან წარმომადგენლები. ქლაუდ9 არ არის პასუხისმგებელი ამ პირთა ქმედებებზე, უმოქმედობებზე, შეცდომებზე, გარანტიებზე, განცხადებებზე, დარღვევებზე, დაუდევრობაზე ან შეუსაბამო ქმედებაზე და ასევე, ნებისმიერ ჯანმრთელობის ზიანზე, ქონების დაზიანებაზე ან სხვა სახის ზიანზე ან ხარჯზე, რომელიც გამოიწვია ხსენებული პირების პროდუქტებმა ან სერვისებმა, ან სხვაგვარად წარმოიშვა მომხმარებლის მიერ პროდუქტის ან სერვისის შეკვეთის შედეგად, ან მომხმარებლის მიერ ამ პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების შედეგად. ქლაუდ9-ს არ ექნება პასუხისმგებლობა და არ გასწევს რაიმე სახის ანაზღაურებას ვადაგადაცილების, გაუქმების, ფორს-მაჟორის ან სხვა ისეთი გარემოებების შემთხვევაში, რომელიც სცილდება ჩვენს პირდაპირ კონტროლს და ჩვენ არ გვექნება ანაზღაურების ვალდებულება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა დამატებითი ხარჯი, დაყოვნება, უმოქმედობა, მარშუტის შეცვლა ან სახელმწიფოების ორგანოთა ქმედებები.

11. ზოგადი პირობები:

თუკი გამოსაყენებელი სამართლის მიხედვით, ამ შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი ცნობილ იქნება ბათილად, აღუსრულებელად ან ძალადაკარგულად, მათ შორის, მაგრამ არამარტო, განცხადებები და გარანტიები, პასუხისმგებლობების შეზღუდვები და სხვა - მაშინ, ჩაითვლება, რომ ბათილად, აღუსრულებელად ან ძალადაკარგულად ცნობილი ნაწილი ჩანაცვლდება მოქმედი, აღსრულებადი მუხლით, რომელიც ყველაზე მეტად ემთხვევა თავდაპირველი (ჩანაცვლებული) ნორმის მიზნებს. რაც შეეხება შეთანხმების დარჩენილ ნაწილს, ის დარჩება უცვლელი.

ეს შეთანხმება (და მასში მითითებული სხვა შეთანხმებები, წესები და პირობები) ჰქმნის მთლიან ერთ შეთანხმებას ვებ-პორტალთან დაკავშირებით, რომელიც დადებულია მომხმარებელსა და შპს „ქლაუდ ცხრა“-ს შორის. ამ შეთანხმების ამობეჭდილი ვერსია და ნებისმიერი ელექტრონულად განხორციელებული შეტყობინება ამ შეთანხმებასთან ან მასთან კავშირში მყოფ საკითხზე, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაზე/პროცესზე.

იურიდიული პირების, პროდუქტების, ადამიანების, მოქმედი პირების და სხვა მონაცემთა ფიქციური სახელები, რომელიც გამოყენებულ იქნა (ან შესაძლოა იქნეს) ჩვენს ვებ-პორტალზე არ არის გამიზნული რეალური პირების, კომპანიების, პროდუქტების ან მოვლენების წარმოსადგენად.

Იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელსა და ქლაუდ9 ს შორის გაფორმებულია სერვისის გაწევის/მომსახურების მიღების ხელშეკრულება, უპირატესობა წინამდებარე შეთანხმებასა და ხელშეკრულებას შორის ენიჭება ამ ხელშეკრულებას.

12. შპს „ქლაუდ ცხრა“-ს რეკვიზიტები:
კომპანიის დასახელება: შპს „ქლაუდ ცხრა“;

საიდენტიფიკაციო/საგადასახადო კოდი: 405063755

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქუჩა, მე-4 მკ/რ-ის გაგრძელება, ნაკვეთის #7;

ტელეფონის ნომერი: +995 032 242 40 02;

Phone Number: +995 032 242 40 02;

ელექტრონული ფოსტის მისამართი: contact@cloud9.ge ან support@cloud9.ge

საბანკო ანგარიში: სს „თიბისი ბანკი“ – GE59TB7050436080100004.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების აქტს, მხოლოდ მასზე დადასტურემადე, დააჭირეთ ხელი ღილაკს “არ ვეთანხმები” და დაგვიკავშირდით შემდეგ ელ ფოსტაზე: support@cloud9.ge. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეებს შორის მოხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

Linux Hosting
ns1.cpanel.ge
ns2.cpanel.ge
Windows Hosting
ns5.cpanel.ge
ns6.cpanel.ge
VPS Hosting
ns3.cpanel.ge
ns4.cpanel.ge
NS