პაკეტები
სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება. მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნები.
დამატებითი მახასიათებლები
ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:
შეუზღუდავი ტრაფიკი
თუკი თქვენი ვებ საიტი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდება, ის მაინც სრულფასოვნად იმუშავებს და ვიზიტორებს წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ.
ყველა სტაბილური ASP.NET ვერსია
Plesk თავსებადია ნებისმიერ ძველ, სტაბილურ ASP.NET ვერსიასთან, იმ შემთხვევებისთვის, თუკი სხვა ვერსიაზე დაბრუნება დაგჭირდებათ.
შეუზღუდავი ელ. ფოსტა
დაარეგისტრირეთ შეუზღუდავი რაოდენობის ელ. ფოსტის მისამართები თქვენი დომენური სახელის გამოყენებით.
უფასო SSL სერთიფიკატი
გახადეთ დაცული თქვენი ვებ საიტი უფასო SSL სერთიფიკატის საშუალებით და მიიღეთ უფრო ეფექტური შედეგი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში.
დღიური ბექაფი
ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ თქვენი ვებ საიტის ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას, თუკი დაგჭირდებათ.
Plesk მართვის პანელი
მრავალფუნქციური Plesk-ის ჰოსტინგის პანელი.
აპლიკაციები
Plesk სამართავი პანელის საშუალებით მოიპოვებთ წვდომას უამრავ სხვადასხვა სერვისზე. ჩვენი საზიარო ჰოსტინგის ნებისმიერი პაკეტის შეძენისას ასევე მიიღებთ სხვა, ვებ საიტის შექმნისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის საზიარო ჰოსტინგი?
საზიარო ჰოსტინგი გულისხმობს რამდენიმე მომხმარებლისთვის ერთ ფიზიკურ სერვერზე სივრცის განაწილებას, თითოეული მომხმარებლისთვის საზიარო რაოდენობის გამტარობის უზრუნველყოფით.
რა უპირატესობები აქვს საზიარო ჰოსტინგს?
საზიარო ჰოსტინგის უდიდესი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასია. სხვადასხვა საჭირო მახასიათებელთან ერთად, საზიარო ჰოსტინგის სერვერი მართულია, შესაბამისად, მომხმარებლებს არ უწევთ მის მენეჯმენტზე, უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე თავად იზრუნონ.
როგორ მოვახდინო CLOUD9-ში მიგრაცია?
თუკი თქვენი ვებ საიტი უკვე არსებობს და ჰოსტინგის პროვაიდერის შეცვლას განიხილავთ, მიგრაციის ხშირად გრძელ და რთულ პროცესში დამარება დაგჭირდებათ. ჩვენი სერვისი მოიცავს მიგრაციის უფასო დახმარების უზრუნველყოფას და მხარდაჭერას cPanel-ის თავსებადი ანგარიშებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ყველა ფაილის უსაფრთხო და სწორ ტრანსფერში.
შემიძლია Windows საზიარო ჰოსტინგის არჩევის შემთხვევაში WordPress-ით სარგებლობა?
ჩვენი Windows საზიარო ჰოსტინგი შექმნილია ASP.NET და Windows-ის სპეციფიკური აპლიკაციებისთვის. PHP და WordPress არ არის მხარდაჭერილი ამ პლატფორმაზე. WordPress-ის ან სხვა PHP-ზე დაფუძნებული პროექტებისთვის, გთხოვთ აირჩიოთ ჩვენი Linux საზიარო ჰოსტინგი, რომელიც სრულად ოპტიმიზირებულია ამ ტექნოლოგიებისთვის.
რა განსხვავებაა Linux და Windows საზიარო ჰოსტინგს შორის?
Linux და Windows ორი განსხვავებული ტიპის ოპერაციული სისტემაა. Linux ყველაზე პოპულარული სისტემაა ვებ სერვერებისთვის და თუკი Windows-ის რომელიმე კონკრეტული აპლიკაციის გამოყენება არ გჭირდებათ თქვენი ვებ საიტის მუშაობისთვის, Linux უკეთესი არჩევანია. თუკი არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენი ვებ საიტის დეველოპერთან.
დახმარება რომ დამჭირდეს?
ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით