ყველაფერი, რაც გჭირდებათ ნაყოფიერი მუშაობისთვის
გამოიყენეთ კოლაბორაციის პლატფორმა, რომელსაც ენდობიან კორპორაციები და მთავრობები მსოფლიოს მასშტაბით. დააკავშირეთ თქვენი დომენი პროფესიონალური კომუნიკაციისთვის.
Powered by 
პროფესიონალური კომუნიკაცია
გაგზავნეთ ელ. ფოსტა თქვენი საკუთარი, ბრენდირებული, ბიზნეს ანგარიშით. ისეთით, რომელიც თქვენს ბრენდს ან კომპანიას ბევრად უკეთ წარმოაჩენს, ვიდრე უფასო სერვისები, როგორებიცაა Gmail ან Yahoo.
პროდუქტიული კოლაბორაცია
Zimbra ელ. ფოსტაზე მეტია. იგი მოიცავს გუნდური კოლაბორაციის ხელსაწყოებს, როგორებიცაა კალენდარი, ჯგუფური ამოცანების სიები, ჩატი და ფაილების გაზიარება. გამოიყენეთ გუნდურად ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
მოქნილი წვდომა
ისარგებლეთ თქვენი ელ. ფოსტის ანგარიშით ვებ-ბრაუზერიდან ან დააკავშირეთ თქვენი ანგარიში დესკტოპისა და მობილური ელ. ფოსტის აპლიკაციებთან, როგორებიცაა Mail, Outlook და Gmail.
დამატებითი მახასიათებლები
ჩვენი Zimbra-ს ყველა პაკეტი მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:
ანტისპამი / ანტივირუსი
თქვენი ელ. ფოსტის ანგარიშები ავტომატურად დაცულია სერვერზე დაყენებული ანტისპამ და ანტივირუს ტექნოლოგიებით, ასე რომ უსაფრთხოებაზე ფიქრი არ გიწევთ.
შეუზღუდავი ალიასები
თითოეულ ელ. ფოსტის ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს იმდენი ალიასი, რამდენიც საჭიროა. მიიღეთ შეტყობინებები რამდენიმე ელ. ფოსტის მისამართიდან ერთ inbox-ში.
5GB კვოტა
თითოეულ ელ. ფოსტის ანგარიშს აქვს სერვერის მეხსიერების მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც მოიცავს თქვენს შეტყობინებებს, დანართებს და გაზიარებულ ფაილებს.
სამართავი პანელი
მართეთ თქვენი მრავალი ანგარიში მარტივად გამოსაყენებელი სამართავი პანელის საშუალებით. დაამატეთ ახალი ანგარიშები და შეცვალეთ არსებული პარამეტრები.
უწყვეტი სერვისი
ჩვენი დატაცენტრი მიერთებულია რამდენიმე ელ. ენერგიის წყაროსთან და 3 მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერთან. ხელმისაწვდომობა გარანტირებულია 99% uptime-ით.
მხარდაჭერა
ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7/365. უბრალოდ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: support@cloud9.ge და ჩვენ ავტომატურად დავარეგისტრირებთ თქვენს მოთხოვნას, შევარჩევთ საუკეთესო თანამშრომელს თქვენს დასახმარებლად და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.
ფუნქციები
ვებ ინტერფეისი
ისარგებლეთ თქვენი ანგარიშით ნებისმიერი ადგილიდან ვებ ინტერფეისის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დესკტოპ თუ მობილურ ბრაუზერში.
ინტეგრაცია
გააერთიანეთ და სინქრონიზება გაუკეთეთ Gmail, Hotmail და Yahoo! ანგარიშებს და შეამოწმეთ ერთად.
POP/SMTP მხარდაჭერა
შეამოწმეთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელსაც უკვე იყენებთ - ვებ, დესკტოპ ან მობილურ.
Zimbra Desktop
ჩამოტვირთეთ უფასო Zimbra აპლიკაცია თქვენს კომპიუტერზე და გამოიყენეთ ოფლაინ რეჟიმში Windows, Mac ან Linux-ზე.
გაფართოებები
დაუკავშირდით Slack, Zoom და Dropbox სერვისებს კიდევ მეტი პროდუქტიულობისთვის.
გაფართოება
დაამატეთ გუნდის წევრები და გამოიყენეთ ჩაშენებული კოლაბორაციის ხელსაწყოები პროდუქტიულობის გასაზრდელად.
Zimbra Desktop აპლიკაცია
Zimbra Desktop არის უფასო და ღია კოდის ელ. ფოსტის კლიენტი, რომელიც ონლაინ და ოფლაინ წვდომას გაძლევთ ყველა თქვენს ელ. ფოსტის ანგარიშზე ერთი აპლიკაციიდან. ის მუშაობს სხვადასხვა ელ. ფოსტის სისტემებთან და სინქრონიზაციას ახდენს ელ. ფოსტის, კონტაქტების და კალენდრის მონაცემებს.
- ✓Gmail
- ✓Yahoo!
- ✓Microsoft Exchange
ხშირად დასმული შეკითხვები
მჭირდება დომენი?
დიახ. ელ. ფოსტის ანგარიშის მისაღებად, საკუთარი დომენური სახელი უნდა გქონდეთ დარეგისტრირებული. ჩვენ ამაშიც დაგეხმარებით - ვარეგისტრირებთ .ge .com და სხვა ტიპის დომენებს.
უკვე მაქვს ელ. ფოსტა სხვა პროვაიდერთან.
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ელ. ფოსტის ანგარიშის Zimbra-ზე მიგრაციაში. ეს მოიცავს თქვენს ანგარიშებს, შეტყობინებებს და მისამართების წიგნს.
რა მოხდება, თუ მეტი მეხსიერება ან მეტი ანგარიში დამჭირდება?
თუ მეტი ანგარიში გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ანგარიშის განახლება შემდეგ პაკეტზე. თუ მეტი მეხსიერება ან კიდევ მეტი ანგარიში გჭირდებათ, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებიც ხელმისაწვდომია.
შემიძლია რამდენიმე მოწყობილობის გამოყენება?
დიახ, შეგიძლიათ თქვენს ელ. ფოსტაზე წვდომა ვებ ინტერფეისიდან დესკტოპზე და მობილურზე ერთდროულად. გარდა ამისა, შეგიძლიათ მობილური ან კომპიუტერი დააკონფიგურიროთ თქვენი საყვარელი აპლიკაციით ელ. ფოსტის შესამოწმებლად.
გაქვთ დამატებითი შეკითხვები?
თუკი სასურველი ინფორმაცია ვერ მოიძიეთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენელი თქვენს შეკითხვას 24 საათის განმავლობაში უპასუხებს.
დაგვიკავშირდით